15:20 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:20:50, 893 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი დაიწყო

დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი დაიწყო. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვისაა განკუთვნილი.

ორგანიზაციული სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ სტრესოგენული ფაქტორების ზემოქმედება, განსაზღვრონ საკუთარი სტრესის დონე, რთული/სტრესული სიტუაციების მართვის სტრატეგიები და კრიზისული სიტუაციის გარდაქმნა მომგებიან სიტუაციად. აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია ძირითადად მენეჯერებისთვის, რათა მიღებული ცოდნა სამუშაო ადგილზე დაქვემდებარებულებთან გამოიყენონ.

სტრესის და კრიზისული სიტუაციის მართვის უნარების განვითარების სემინარი პროფესიული განვითარების სასწავლო ცენტრში 25 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics