23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 23:04:09, 695 ნახვა

სამართალი
ნინო გოგუაძე: თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს

''თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს '' - ასე აფასებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე დღეს მიმდინარე პროცესებს.

ნინო გოგუაძემ გვენეტაძის მხარდაჭერის პროცესი გაიხსენა და თქვა, რომ პარლამენტში მის კანდიდატურის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის პრეზიდენტმა ღია გამჭვირვალე წესით შეარჩია და წარადგინა. თუმცა, იქ იქვე აღნიშნავს, რომ დღეს უკვე მიმდინარე პროცესები შეშფოთების საბაბს იძლევა.

''დღეს შეშფოთების საგანი ნამდვილად გვქონდა, რადგან ნამდვილად არ გვესიამოვნა მურუსიძის გვერდით მდგარი ნინო გვენეტაძის ყურება და ვფიქრობთ, რომ თუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, გვენეტაძე მოინელოს სისტემამ,'' - განაცხადა ნინო გოგუაძემ გადაცემა არჩევანში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics