17:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 11:14:46, 312 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ „ჯეოანესთეზია 2024“-ში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, "ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპიისადმი" მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს.

ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის პრაქტიკაში. 

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ის მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელთა ფარგლებშიც, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. 

"კონფერენციის თემატიკა ეხმიანება მედიცინის ისეთ მიმართულებებს, რომელშიც უშეცდომოდ და უნაკლოდ მკურნალობის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია. ეს ის სექტორებია, სადაც განსაკუთრებულად დიდია მეტი ცოდნის, მეტი აკადემიური ცოდნის, ამ ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების საჭიროება, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ აღნიშნული კონფერენციების ჩატარებაა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე,  სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics