|
2016-02-23 12:12:39, 695 ნახვა
სამართალი
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე უნდა გაუქმდეს, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვენ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს. პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, გიგი უგულავას საქმეზე პროცესი დასრულდა და პირველ მარტს განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)