17:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 15:48:26, 566 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი დასახლებული პუნქტების გეოგრაფიულ მონაცემებზე მუშაობას აგრძელებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 85% უკვე ერთიან მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი.

პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განახლდება.

როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. მუნიციპალიტეტების რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება: რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge, თუმცა ჯერჯერობით მას თან არ ახლავს დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატებას ისახავს მიზნად.

პროექტის განხორციელების შემდეგ  გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს.

პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნება დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეეძლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics