02:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 09:33:42, 561 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში აშშ-ს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.

ნიკიფოროვის თქმით, შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ  კამალა ჰარისთან და  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტთან და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გაიმართება.

"ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს მას "გამარჯვების გეგმა". უკრაინის სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ განიხილება ამ გეგმის დეტალები, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი შეერთებული შტატების მხრიდან", - განაცხადა ნიკიფოროვმა.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას, ასევე, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics