|
2016-02-22 14:43:58, 549 ნახვა
საზოგადოება
ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ" საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს
„ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს. როგორც „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მემორანდუმი, რომლიც 2009 წლიდან ფორმდება, გულისხმობს მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების უფასო დახმარებას მედიკამენტებით და სამედიცინო დახმარებით. „დღეს, ჩვენ ვაფორმებთ „ავერსსა“ და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმს, რომლიც 2009 წლიდან ყოველწლიურად ფორმდება. ეს გულისხმობს როგორც მოქმედი სპორტსმენების, ასევე ვეტერანი სპორტსმენების უფასო დახმარებას როგორც მედიკამენტებით, ასევე სამედიცინო სერვისებით. წელს აუცილებლად გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენს სპორტსმენებს, როგორც მოქმედებს, ასევე ვეტერანებს ძალიან სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება“,-განაცხადა პაატა კურტანიძემ. მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ ვალდებულებას იღებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი. ცნობისთვის, მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა 744 978,5 ლარის სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლეს და მიიღეს 310 097, 82 ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხმა შეადგენს 1 005 076,32 ლარს. მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)