|
2016-02-22 12:18:49, 712 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი: დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მომხრეა. როგორც ნანუაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ორგანოს შექმნა ბოლო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია იყო: "მსგავსი ორგანოს შექმნა სწორედაც იყო ჩვენი ინიციატივა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს რეკომენდაცია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ჩვენს საპარლამენტო ანგარიშებში. ვხედავთ რომ პრობლემა კვლავ არსებობს ამ სფეროში. ამიტომ, აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხის გაცემა და სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე ამწუთებში მსჯელობენ. კანონპროექტი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა და ის დამოუკდიებელი ორგანოს შექმნას გულისხმობს. კომისია მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დანაშაულებს გამოიძიებს და არც პროკურატურას და არც სამინისტროებს არ დაექვემდაბარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)