22:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 10:31:56, 622 ნახვა

სამართალი
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევი გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. ასევე, დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელმაც 7700 ლარი შეადგინა.

პანამის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაფარვის შემდეგ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics