|
2024-09-11 11:13:35, 378 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN იმყოფებოდნენ. „ქართული სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია თავის პროდუქციას წარადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საქმიან მოლაპარაკებებში. სოფლის განვითარების სააგენტო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ ჩვენი კომპანიები, ფერმერები წარმოვადგინოთ საუკეთესო ფორმით“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები: შპს NUTSGE, შპს ნათს ინქორფორეითიდ, რ/კ რუისპირი, შპს აქვა გეო, შპს ჯეონატურალსი, შპს ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული წარმოების თხილს, კაკალს, ღვინოს, წყალსა და საკონსერვო ნაწარმს. 2024 წელს გამოფენაში SIAL SHENZHEN მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა კომპანიამ 45-მდე ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. გამოფენას 70-ზე მეტი ქვეყნიდან 67 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ გარდა შენჭენისა (SHENZHEN), SIAL გამოფენები ტარდება მსოფლიოს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, მონრეალი, ტორონტო, შანხაი, ნიუ-დელი, კუალა-ლუმპური და ჯაკარტა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში SIAL გამოფენები 2000 წლიდან ტარდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)