22:21 - 26 May, 2026
|
2016-02-20 13:08:13, 608 ნახვა
სამართალი
გვენეტაძე: საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს
"თბილისის საქალაქო სასამართლო მზად არის, მოწმეთა დაკითხვა ახალი წესით განახორციელოს“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, მართლმსაჯულების სახლში მიმდინარე მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენციაზე მოხსენებით გამოვა და ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსამართლეებს ინფორმაციას მიაწვდის. "მოვასწარით და თბილისის საქალაქო მზად არის უკვე მოწმეთა მიღებისა და დაკითხვისთვის. ხვალ კიდევ ერთი მოსამზადებელი ტრენინგი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო კორპუსი მზად არის, კანონის ახალი მოთხოვნები განახორციელოს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)