|
2016-02-19 10:41:04, 682 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, სამუშაო ვიზიტით, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განიხილეს შს სამინისტროსა და თბილისის ინტერპოლის თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აერპორტში, საცდელი ოპერაცია „CONDUIT“-ის ფარგლებში, სპეციალური სისტემის დამონტაჟების გეგმა, რომელიც მგზავრთა შორის საერთაშორისო ძებნილი პირების იდენტიფიცირებას და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენას უზრუნველყოფს. ასევე, თბილისის აეროპორტის მაგალითზე განიხილეს და შეისწავლეს ბიოქიმიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებზე მუშაობის სპეციფიკა. მხარეებმა სამომავლოდ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მხარდაჭერით ტრენინგების ჩატარების და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შესაბამისი აღჭურვილობის განთავსება-უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)