10:41 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 10:50:20, 628 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მესამე ხიდი გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს.  ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, ეს არის ძლიერი დარტყმა რუსების ლოჯისტიკისთვის, რომლებიც მდინარესა და უკრაინის საზღვარს შორის არიან განლაგებული. ახლა მათი მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი. თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები  ალყაში აღმოჩნდებიან.

“სიტუაცია საშიშია და მოითხოვს რილსკის და ლგოვის ევაკუაციას, სანამ გვიან არ არის“,- განაცახდა Z-სამხედრო კორესპონდენტმა, რომანოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics