|
2024-08-16 11:26:12, 366 ნახვა
საზოგადოება
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაციამ ჯიღაურას ბაზა დაათვალიერა
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაცია, რომელსაც მკვლევარი და მევენახე ენდი ფლესი ხელმძღვანელობდა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიერებინა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები გააცნო. დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო. “უნივერსიტეტის დელეგაციასთან განვიხილეთ მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატი, სამომავლო და ერთობლივი სამეცნიერო პროგრამები. მევენახეობა-მეღვინეობის დარგი საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული დასაქმებასთან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკული მხარე აქტიურად ჩაერთვება ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხში“,- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში მიჩიგანისა და საქართველოს შორის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო განვითარების ერთობლივი პროექტები განხორციელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს დელეგაცია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მიწვეული. ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა, ამავე ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ჩიჩუასთან ერთად, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან ბაზაზე წარმოებული ღვინოები დააგემოვნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)