|
2016-02-18 19:09:31, 676 ნახვა
სამართალი
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს
საქართველოს მიერ ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი დადებით შეფასებას აძლევს. „შთამბეჭდავია საქართველოს ხელისუფლების მიერ ციხის გადატვირთულობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული შედეგები. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს პატიმართა რაოდენობას და მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“ - ეს განცხადება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენელმა ბორის ვოდზიმ ციხის გადატვირთულობის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, პრობლემა, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე მოუგვარებლად რჩებოდა, დღეს აღმოფხვრილია, რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტიის გარდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა კომპლექსურმა რეფორმებმაც შეუწყო ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)