|
2016-02-18 18:58:10, 894 ნახვა
სამხედრო
ეუთოს შტაბ-ბინაში სამხედრო დოქტრინების მაღალი დონის სემინარი გაიმართა
ეუთოს შტაბ-ბინაში სამხედრო დოქტრინების მაღალი დონის სემინარი გაიმართა. სემინარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. ტრენინგზე ძირითადი ყურადღება ეუთოს წევრ ქვეყნებში სამხედრო დოქტრინების კუთხით არსებულ სიტუაციასა და დოქტრინებში შეტანილ ცვლილებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ეუთოს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებს. მონაწილეებმა ევროპაში მიგრაციის კრიზისი, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომი და კიბერსაფრთხეები, მათი გამოწვევის მიზეზები და შესაძლო გადაჭრის გზებიც განიხილეს. დისკუსიებში არაერთხელ გაესვა ხაზი რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფას, რომელიც უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიითა და ტერიტორიების მიტაცებით გამოიხატება. სემინარის ფარგლებში ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის სახელწიფო მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემიულერთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის პოლიტიკას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარმოებულ მცოცავ აგრესიას. როუზ გოტემიულერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ „ევროპული მხარდაჭერის ინიციატივის“ (ERI) ფარგლებში, აშშ საქართველოსთვის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი დახმარებას გაწევას აპირებს. შეხვედრის დასასრულს პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეუთოს შტაბ-ბინაში სემინარი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. შეხვედრა ჰოლანდიის თავმჯდომარეობით გაიმართა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)