12:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 09:30:04, 570 ნახვა

ომი უკრაინაში
ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა

რუსეთში, ბელგოროდში დღეიდან რეგიონულ დონეზე საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

გლადკოვის თქმით, ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ  უკიდურესად მძიმე და დაძაბულია.

"ბელგოროდის რეგიონში ვითარება კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური დაბომბვა, დანგრეული სახლები, დაშავებული და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ, დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, რათა დამატებით დავიცვათ მოსახლეობა, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე" - განაცხადა გლადკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის არმიის ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. 10 აგვისტოს, რუსეთის ხელისუფლებამ შემოიღო „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის რეგიონებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics