16:57 - 28 May, 2026
|
2016-02-18 18:55:46, 539 ნახვა
საზოგადოება
ფრანგი სენატორები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორები - პასკალ ალიზაღი და ჟიზელ ჟურდა ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, საფრანგეთის დელეგაციის წევრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრები „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ. ფრანგი სენატორები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)