02:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 12:55:34, 411 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო „ცისარტყელა“ გახდა

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო “ცისარტყელა“ გახდა, რომელიც ბაზისბანკისგან მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას. 

სოციალური საწარმო, კახეთის რეგიონში, განვითარების შეფერხებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების მიმართულებით 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მათივე ჩართულობით აწარმოებს სხვადასხვა

ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს.

ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკისა და CSRDG-სგან მიღებული ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით, “ცისარტყელა“ შეძლებს სახელოსნოს გაფართოებასა და განვითარებას, სამუშაო და გამოფენა-გაყიდვის სივრცეების კეთილმოწყობას. 

ტრენინგების, მასტერკლასებისა და შეხვედრებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას. შედეგად, ახალი პროდუქციის წარმოებას, მიზნობრივი ჯგუფის შრომით და სოციალურ ინტეგრაციას და გაზრდილი შემოსავლებით, სოციალური საწარმოს მდგრადობის უზრუნველყოფას.

ბაზისბანკსა და CSRDG-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტი შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების შრომითი ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2023 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო, ფეხსაცმლის ქართული ბრენდი M.H.F Shoes & Accessories გახდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics