|
2024-07-31 14:48:29, 433 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ვიცე-მერს, თბილისში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტაქსის სერვისის დასანერგად, მუშაობის დაწყება დაავალა
გვინდა, რომ განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სადაც შშმ პირთათვის სპეციალური ტაქსები არსებობს, აღნიშნული სერვისი თბილისშიც დაინერგოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნული სერვისის დასანერგად მოლაპარაკებები დაიწყოს ტაქსის იმ კომპანიებთან, რომლებიც თბილისში ოპერირებენ. „სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ტაქსების რეფორმა, რომელიც დავიწყეთ და ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირთათვის ყველანაირად ადაპტირებულია, რათა მათ გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. დღეს დედაქალაქში ბევრი კომპანიაა, რომლებიც ტაქსების მიმართულებით მუშაობენ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მათ დაველაპარაკოთ, ვთხოვოთ, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მანქანები შემოიყვანონ, რათა შშმ პირებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, სპეციალური აღჭურვილობის მქონე ტაქსის სერვისით სარგებლობა. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მსგავსი ტიპის მანქანების შემოყვანა ვერ შეძლონ. ამიტომ, დაველაპარაკოთ მათ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)