|
2024-07-29 16:05:21, 351 ნახვა
საზოგადოება
ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა
ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე ქურციკების მეათე თაობა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პატარა ლიკლიკები თავს შესანიშნავად გრძნობენ, მათი რაოდენობა უკვე 400-ს ინდივიდს აჭარბებს. “ახალშობილი ქურციკები, დაბადებიდან 2-3 კვირის განმავლობაში რთული საპოვნელია. ისინი საიმედოდ იმალებიან ბალახში და სამალავს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც სწრაფი ნახტომებით ტოვებენ. ქურციკები ძალიან ფრთხილი და ცნობისმოყვარე არსებები არიან. დედა ქურციკიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება ლიკლიკას, თუ საფრთხეს არ გრძნობს. ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF-გერმანიის და WWF- ავსტრიის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის(BMZ,KfW) ფინანსური მხარდაჭრითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით, ქურციკის აღდგენის პროექტი წარმატებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)