21:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 17:44:57, 775 ნახვა

სამართალი
შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს

შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს.

 შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი წევრები ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი იქნებიან.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე

ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი

ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი

რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი

კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი

უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი

გივი შაჰნაზარი - მწერალი

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში

ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი, პროფესორი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics