|
2024-07-23 15:22:00, 510 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბათუმში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა
“საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმში ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი სახელწოდებით „ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახდო ვალდებულებები“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან შეხვედრების სერიის ნაწილია. ტრენინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ოთხსაათიან შეხვედრაზე ბუღალტერთა კლუბის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია გაუზიარეს შემდეგ ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
“საქართველოს ბანკისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს იმისათვის, რომ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივცეთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება და დავაკავშიროთ ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან. ამჯერად ჩვენი და ბუღალტერთა კლუბის შეხვედრა ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შედგა და მათ ფინანსურ საკითხებზე არაერთი საკითხი გავაცანით. მოხარული ვართ, რომ ღონისძიების მიმართ დამსწრეებმა მაღალი ინტერესი გამოიჩინეს, სწორედ ამიტომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საგანმანათლებლო შეხვედრას შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. გაიგეთ მეტი “საქართველოს ბანკის“ პროექტებზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდიდან www.bankofgeorgia.ge, ან ადევნეთ თვალყური “საქართველოს ბანკი“ ბიზნესის გვერდს Facebook-ზე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)