|
2024-07-23 12:29:06, 814 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ჩირუხის მთაში იმყოფებოდა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩირუხის მთაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა; ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, ჩირუხში ტურიზმის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. "ჩირუხი ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. დასასრულს უახლოვდება ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სპორტული მოედანი, ფანჩატურები, კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სცენა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ შენობას, მოეწყო გარე განათებები, სველი წერტილები. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის კონსტრუქციით.
მგზავრთა უფასოდ გადაყვანის პროგრამით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. მოიალაღეების პრევენციის მიზნით, ამბულატორიის ექიმების, თსპ-ს ექთნებისა და სამედიცინო ჯგუფების მიერ ხორციელდება ვიზიტები. აქტიურად მიმდინარეობს, შუახევი- ჩირუხის მთის მიმართულებით ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა.
ტურისტული თვალსაზრისით, ჩირუხი მალე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)