18:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:36:16, 408 ნახვა

პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: გვსურს, რომ საქართველოს ექსპორტი თურქეთში გაიზარდოს

„ჩვენ გვინდა, რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს.

„ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება გვსურს. გვინდა რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში და მზად ვართ ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს" - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics