18:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:20:20, 461 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები ბიზნესმა დადებითად შეაფასა

ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეფასდა და, თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისას, ბიზნესსექტორის ჩართულობა იქნება მაქსიმალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება. უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება მცირე და მიკრობიზნესის წარმომადგენლებთან.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბიზნესასოციაციის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი აქტუალური საკითხი დასვეს, მათ შორის რამდენიმე ტექნიკური ხასიათის, რაც ძალიან კარგია, რათა მთავრობამ ასეთი ტიპის შენიშვნები გაითვალისწინოს.

„ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც გავითვალისწინებთ. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ რეფორმამ საბანკო სექტორიც უნდა მოიცვას, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, მოგვიანებით ამოქმედების ვადებზე ვიფიქროთ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იქნება როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ისე სასამართლოსთან.

„ვისაუბრეთ ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებზე, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე. ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის ქვედანაყოფს ადმინისტრაციაში და ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს მოვიტანთ", - აღნიშნა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics