|
2016-02-16 17:07:47, 746 ნახვა
სამართალი
აღმაშენებლის ხეივანში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია
აღმაშენებლის ხეივანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი დაჭრილია. შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში მოხდა, სადაც ქუჩურ გარჩევაში რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, სიტყვიერ დაპირისპირებას რამდენიმე გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. ისინი ძმები არიან. ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, თუმცა პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი უკვე დააკავა. ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ და ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)