|
2024-06-28 15:42:38, 718 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება, მაისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2% შეადგინა
მაისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2%, ხოლო ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3%-ს გაუტოლდა, - ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. „ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, ასევე სამშენებლო, დამამუშავებელი მრეწველობის და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში აქტივობის ზრდამ. ეკონომიკურ ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილით გამოირჩეოდა: სამეცნიერო, პროფესიული და ტექნიკური, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ აქამდე არსებულ პროგნოზებს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე. მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,284 ერთეულს გაუტოლდა. ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და მოცულობამ 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა - აღნიშნული მაჩვენებელი 17.3%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა რეალური ინვესტიციების მაჩვენებელიც - 22.6%-ით. ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, აღნიშნულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს ქვეყანა წლის ბოლომდე შეინარჩუნებს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვექნება როგორც რეგიონში, ისე ევროპის და კანდიდატ ქვეყნებს შორის. „უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს ის მნიშვნელოვანი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს", - აცხადებს მინისტრის მოადგილე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)