|
2024-06-22 14:09:01, 672 ნახვა
ეკონომიკა
FitchRatings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელ BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა განსაზღვრა, როგორც სტაბილური
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზეა შენარჩუნებული, პერსპექტივა კი სტაბილურ დონეზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, Fitch-ი ანგარიშში აღნიშნავს საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პროგნოზის მიხედვით კი, ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია - 5.8%-იანი, ხოლო 2025-2026 წლებში, საშუალოდ, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. "სააგენტო პოზიტიურად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეფექტიან ფისკალურ პოლიტიკას, ასევე ხაზს უსვამს სტაბილურ საბანკო სექტორს. აღნიშნულია მიმდინარე პერიოდში არსებული დაბალი ინფლაცია და მთავრობის ვალის ზომიერი დონე, რაც მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. არსებული BB რეიტინგი ასახავს შემდეგ ფაქტორებს: მთავრობის ვალის ზომიერი დონე – საქართველოს მთავრობის ვალი (39.1%) BB რეიტინგის მქონე ქვეყნების მედიანურ (54%) მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შიდა ვალის წილი, მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ვალთან მიმართებით ეტაპობრივად იზრდება. სანდო ფისკალური პოლიტიკა - Fitch აღნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის მაჩვენებლების მოსალოდნელთან შედარებით გადაჭარბებით შესრულებას, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტი 2023-2024 წლის 2.5%-დან 2025 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ეს მაჩვენებელი 3%-იან ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია. მაღალი ეკონომიკური ზრდა - ქვეყანაში გაიზარდა შექმნილი დამატებული ღირებულება და პოტენციური ზრდის ტემპები, განსაკუთრებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო, ტექნოლოგიურ (ICT), სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში, მათ შორის, მიგრაციული პროცესების შედეგადაც. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ზრდა 5% იქნება, რაც, ძირითადად, ადგილობრივი მოხმარებითა და ინვესტიციებით იქნება განპირობებული. რისკების კუთხით ანგარიშში მითითებულია ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ვითარება, რაც აისახა ქვეყნის პერსპექტივის პოზიტიურიდან სტაბილურით განსაზღვრაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)