|
2016-02-16 10:31:51, 681 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საკვები მარილის ფალსიფიკაციის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დაადენილია, რომ მეწარმები - თეიმურაზ თავაძე, გიორი ნადირაძე და ზვიად ხუბულური, შემოსავლების გაზრდის მიზნით, სისტემატურად ახორციელებდნენ ფალსიფიცირებული მარილის რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები აფასოებდნენ არაიოდიზირებულ მარილს და საცალო ბაზარზე მოტყუებით ასაღებდნენ, როგორც იოდიზირებულ პროდუქტს, რამაც მომხმარებლის უფლების მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიწვია”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, სამივე მოქალაქეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც სასჯელის სახით 1 - დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)