18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 19:05:28, 437 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: არმაზ ახვლედიანს თავისი ზედმეტი შენიშვნებისა და ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ, წევრობა შეეჩერებინა

"არმაზ ახვლედიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. ის რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, ჩემთვის შეურაცხმყოფელია",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "ქართული ოცნების" ყოფილი პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებებს.

მისივე შეფასებით, არმაზ ახვლედიანი სიტუაციაში ვერ ერკვევა, არ იცის რას ნიშნავს მართვა და სწორედ ზედმეტი შენიშვნებისა და ხმამაღალი განცხადებების გამო სთხოვეს, პოლიტსაბჭოში თავისი წევრობა შეეჩერებინა.

„ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ამ საბჭოთა მართვის მეთოდების და ზედმეტი შენიშვნების და ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ მას, შეეჩერებინა თავისი წევრობა პოლიტსაბჭოში და განცდები, მართალი გითხრათ, გვქონდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ადამიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ მას პირადი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო, მაგრამ ის რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics