|
2024-06-17 14:30:44, 337 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - პირველი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში
ტურიზმის სექტორში წელს პირველი კვარტლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა პარამეტრით, მათ შორის ვიზიტების რაოდენობის და მიღებული შემოსავლებით კუთხით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში დღეს არსებული სურათი და ასევე ზაფხულის სეზონის წარმატებით ჩატარების პერსპექტივები. „ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი დინამიკა მათ შორის უკავშირდება სწორ საავიაციო პოლიტიკას, მაგალითად - მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 13600-ზე მეტი ავიარეისის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ტურისტულ ბაზარზე დივერსიფიცირება და ტრადიციულ ბაზრებზე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კლების შესაძლებლობის მიუხედავად, ორგანიზებული, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად გავააქტიურებთ მუშაობა ახალ, ძალიან საინტერესო ბაზრებზე - ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები - ინდოეთი და ჩინეთი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მისი უწყება აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ საქართველოდან მეტი პირდაპირი ავიაკავშირები არსებობდეს პოტენციურად საინტერესო ტურისტულ დანიშნულებებთან. მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით გაწეული სამუშაო უკვე კონკრეტულ რიცხვებსა და პოზიტიურ დინამიკაში აისახა - შესაბამისად, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში. კერძოდ, ისტორიული მაქსიმუმი - 807.7 მლნ ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა ტურიზმის სექტორიდან, რითიც გაუმჯობესდა არამარტო გასული წლის შედეგი, არამედ მოხდა პანდემიამდელი მონაცემების აღდგენა და გაუმჯობესება. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2023 წელთან შედარებით 7,6% ზრდაა. ამავე პერიოდში ასევე ისტორიული მაქსიმუმი - 938,644 საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა. რაც შეეხება ავიაციის სექტორში არსებულ სურათს - მნიშვნელოვნად იზრდება პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა, სიხშირეები და შესაბამისად, მგზავრთნაკადის მაჩვენებელი. არსებული პროგნოზით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 13 600 ავიარეისი შესრულდება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმი იქნება. „ტურიზმიდან წელს მიღებული შემოსავლის მაჩვენებლები 2023 წლის მონაცემებს 36%-ით აღემატება და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან დაგეგმილ 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მივიღებთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში ამ გეგმაზე უფრო კარგი ფაქტობრივი შედეგები გვექნება. ასე რომ, ეს სექტორი საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტული სეზონი ასევე საინტერესოდ და წარმატებით წარიმართება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კერძო სექტორთან ერთად ჩართული იყო ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებსა და კამპანიებში და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით გაწეული სამუშაო მეტი მოქნილობის და მოკლევადიან პერსპექტივაში იმ გამოწვევების კომპენსირების საშუალებას იძლევა, რომლებიც რეგიონში იქმნება ხოლმე.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)