|
2024-06-06 14:26:27, 423 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მონოლით ჯგუფი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
"საქართველოს ბანკი" სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, მონოლით ჯგუფი ორთაჭალაში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „Monolith Green City“ აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 160 მლნ ლარია. მრავალფუნქციური კომპლექსი 10 ჰა-ზე შენდება, ის 5, 8 და 12 სართულიან, ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს და 1 775 ბინას აერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რეკრეაციული ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები, საჩოგბურთო კორტი და აუზი. ასევე, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი, სკოლა და დენდროლოგიური ბაღი. კომპლექსი აღჭურვილია როგორც ღია, ასევე მიწისქვეშა პარკინგით. მისი მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დეკემბერში დასრულდება. „მონოლით ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია. „ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის მუდმივი სწრაფვა გაძლიერებისა და განვითარებისკენ. მონოლით ჯგუფის საცხოვრებელი კომპლექსები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნებს. მისი პროექტები გამოარჩეულია ადგილმდებარეობით, ინსფრასტრუქტურით, გარემოთი, ხარისხითა და პირობებით. "საქართველოს ბანკსა" და მონოლით ჯგუფს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ჩვენ არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის : მონოლით რეზიდენსი, მონოლით სითი, სასტუმრო ბიოგრაფი და მონოლით ვარკეთილი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)