|
2016-02-13 16:14:01, 690 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა
დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიუნხენში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან კარგად არის მოტივირებული. „ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ იქ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა. მადლობა გადავუხადე მე პირადად ქალბატონ ბენსუდას იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და, რომ სამხერთ ოსეთი არის საქართვლო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვედრას, იუსტიციიის მინისტრის გარდა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)