|
2016-02-13 16:11:13, 1299 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი: რუსეთი თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს
რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ბოლო ათლწლეულების განმავლობაში ნატო ახორციელებს კოლექტიური თავდაცვის მასშტაბურ გაზრდას, რაც "ძლიერი სიგნალია ნებისმიერი აგრესიისა თუ დაშინების შესაკავებლად". მისი თქმით, ნატო-ს არ სურს ახალი „ცივი ომის“ დაწყება, ამიტომ მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგი ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ფაქტორია. "ჩვენ უფრო აგრესიულ რუსეთს ვხედავთ, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესების დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო კონფრონტაციისკენ არ მიისწრაფვის. ჩვენ არ გვსურს ახალი "ცივი ომი", მაგრამ ამავდროულად, ჩვენი პასუხი მტკიცე უნდა იყოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს შეკავების სტრატეგია შეიცავს ბირთვულ კომპონენტსაც. რუსეთი კი, თავისი რიტორიკით და ბირთვული ძალების წვრთნებით მეზობელი ქვეყნების დაშინებას ცდილობს. მისივე თქმით, რუსეთი არის ნატო-ს პერმანენტული წევრი და ირანის ბირთვულ კომპონენტებშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, თუმცა მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთთან ნატო-ს ახლა სულ სხვა რეალობა აკავშირებს და ურთიერთობები შეიცვლება თუ ნატო რუსეთთან დიალოგს წარმართავს. "ჩვენ გვაქვს მკაფიო პრინციპები. საზღვრების დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, საკუთარი კურსი აირჩიონ. ეს პრინციპები ევროპული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე შეეხო რაკეტსაწინააღმდეო სისტემის საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)