20:36 - 27 May, 2026
|
2024-05-25 18:56:32, 1054 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები ხარკოვში ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს - შენობაში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა [ვიდეო]
რუსული ძალები ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას და ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. როგორც ზელენსკი წერს, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. "მივმართავთ ყველა სახელმწიფოს ყველა ლიდერს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი გაძლიერება და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების გასანადგურებლად. მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)