19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 19:23:52, 940 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილი არ აქვს

პუტინს ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ეხმაურება Reuters-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს.

როგორც კულება აღნიშნავს, მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს პუტინი, რომ აირჩიოს მშვიდობა. 

„რატომ ალაპარაკდნენ მოულოდნელად მედიასთან რუსული "წყაროები", რომ პუტინი მზადაა, შეაჩეროს ომი ამჟამინდელ საბრძოლო პოზიციებზე? - ეს მარტივია; პუტინი სასოწარკვეთილად ცდილობს, ჩაშალოს 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში. მას ეშინია მისი წარმატების. მისი გარემოცვა აგზავნის ყალბ სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმას მაშინ, როდესაც მათი რაკეტები და თვითმფრინავები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. მხოლოდ გლობალური უმრავლესობის პრინციპულმა და ერთიანმა ხმამ შეიძლება, აიძულოს იგი აირჩიოს მშვიდობა. სამშვიდობო სამიტის მიზანიც სწორედ ამის მიღწევაა. სწორედ ამიტომ არის ის ასე შეშინებული. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან“, - წერს კულება.

ცნობისთვის, სააგენტო Reuters-მა ორ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics