|
2016-02-12 15:10:02, 824 ნახვა
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე 7 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 7 პირი დააკავა. საქმე ბიუჯეტის დაზიანების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზეა აღძრული. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით ჯამში, 609 ათას 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი განხორციელდა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი შეირჩა, რაც ავტომატურად ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას გულისხმობს. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად გადახდის ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, რეალურად ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ მოახდინეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 110 ათასი ლარის ზიანი მიადგა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ნიაზ ლაცუზბაიას, ჯაბა შელიას, პაატა ბასარაიას, გელა ბოხუას, ვიქტორ ხუფაცარიას, კობა ყოლბაიასა და შოთა ეხვაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით წარედგინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის - 185 მუხლი, რაც ქონების დაზიანებას მოტყუებით გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-6 წლამდე ისჯება. 210 მუხლი ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღქვეთას 4-7 წლამდე ითვალისწინებს, ხოლო 220 მუხლი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)