|
2015-02-12 13:38:34, 701 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა რატიანი ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო. მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების მიმდინარეობასა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება თავდაცვის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური განხორციელება და თავდაცვის სისტემაში რეფორმის ინსტიტუციონალიზაცია. გარდა ამისა, გოჩა რატიანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროფესიული განვითარების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზეც. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის საკითხებში ჯონათან პერიშთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან გენდერული მიმართულებით ელჩ მარია შურმანთან და კეთილსინდისიერების ამაღლების ჯგუფის წარმომადგენლებთან.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)