16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 11:26:30, 571 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ბოლნისის მოსახელობას „ტყის კოდექსის“ ახალი კანონპროექტი გააცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიზე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახელობას შეხვდა და  „ტყის კოდექსის“  ახალი კანონპროექტი გააცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი  „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან“ გამომდინარე, ემყარება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს.

„საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური  პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

ასევე, დგინდება ტყის კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების  ახალი ფორმების შემოღება. თუ ამჟამად ტყის მესაკუთრე არის მხოლოდ სახელმწიფო, ახალი კანონის მიხედვით გვაქვს საკუთრების სამი სახე: სახლემწიფო, ადგილობრივი და კერძო საკუთრება, რაც  ევროპული სტანდარტის შესაბამისია“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრა სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებითა და  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც   ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics