|
2024-04-19 14:16:55, 675 ნახვა
რეგიონი
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ. „სოფელ გეგელიძეებში, აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის კაპიტალური შენობა, რომელიც აღჭურვილი იქნება გაგრილება-გათბობის სისტემით, ასევე კეთილმოეწყობა გარე ფასადი ფერადი თუნუქის საიდინგის ფურცლებით და დამათბუნებელი ფილებით. სამშენებლო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 133 157 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)