|
2024-04-12 16:27:56, 379 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს. თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ინფორმაცია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან თანხის გადახდას ითხოვდა. აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 4 პირს 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს კი 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)