|
2016-02-10 16:12:40, 631 ნახვა
სამართალი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩატარებულ ინტერაქტიულ გაკვეთილს დაესწრო
შინაგან საქმეთა სამინიტროს პროგრამის „ბავშვები, პოლიციელები და უსაფრთხოება" ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში, შს მინისტრის მოადგილე – არჩილ თალაკვაძე და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები თბილისის 84–ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრები უმცროსკლასელებთან ჩატარებულ გაკვეთილს დაესწრნენ, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული პატრულ-ინსპექტორი უძღვებოდა. თეორიული სწავლების შემდეგ მოსწავლეებისთვის პრაქტიკული მეცადინეობაც ჩატარდა. უმცროსკლასელებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბავშვებს საპატრულო პოლიციის მანქანა პირადად დაათვალიერებინა. პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო, „საზოგადოების ჩართულობის და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALL-ს) ფარგლებში, INL–ის ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია PH International –თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, რაც მოზარდებში არამართლზომიერი ქმედების პრევენციას და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)