|
2024-03-29 19:18:06, 1163 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ომარ ტაკიძემ, ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცა, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობა უსურვა და საგანმანათლებლო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა. “დამსახურებული პედაგოგი 50 წელზე მეტია პროფესიული ერთგულებით, კეთილსინდისიერად დღემდე ემსახურება საგანმანათლებლო სფეროს. ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პედაგოგიური მოღვაწეობა სხეფისა და მახალაკიძეების საჯარო სკოლაში დაიწყო. 1976 წლიდან დღემდე შუბნის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელია, იყო ამავე სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე. მინიჭებული აქვს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. მისი ავტორობით გამოიცა ლექსების კრებული ,, მთიდან ამოთქმული ბწკარები“. ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)