16:24 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:03:33, 672 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მინსკის მოლაპარაკებების შედეგები საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიდო მინისტრი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მინსკის მოლაპარაკებების შედეგები  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რუსეთის ანექსიური პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანასთან მის სამხედრო მოქმედებებში გამოხატული. ეს გამოხატულია იმ ოკუპაციურ პოლიტიკაში რიომელიც არის, ეკონომიკურ პოლიტიკაში, სამხედრო პოლიტიკაში, შესაბამისად, ეს ერთიან კონტექსტში მიმდინარე პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც შედეგები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, მინსკში, დახურულ კარს მიღმა გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების ოთხმხრივი მოლაპარაკება უკრაინაში არსებული ვითარების დეესკალაციის თაობაზე, დაახლოებით 14 საათია მიმდინარეობს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, შეხვედრა სულ მალე დასრულდება და შესაძლოა ხელი უკრაინის კრიზისის დასასრულებლად, განახლებულ დოკუმენტს მოეწეროს.    

მათივე ცნობით, მოლაპარაკებების განმავლობაში ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და ნორმანდიის ოთხეულს საგარეო საქმეთა მინისტრები დაემატა, ასევე დარბაზი რამდენჯერმე დატოვეს უკრაინის და რუსეთის ლიდერებმა. მოლაპარაკებების გახანგრძლივების მიზეზად მხარეებს შორის შეუთანხმებელი საკითხები სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დონბასის სტატუსს და უკრაინის ტერიტორიიდან  რუსესეთის ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანას, ასევე უკრაინის ბლოკ გარეშე ყოფნას რასაც მოსკოვი აყენებს.  შეგახსენებთ, რომ ოთხი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში საღამოს 8 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics