|
2024-03-17 13:30:11, 2149 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ამერიკას სისხლის აბაზანით დაემუქრა, თუ ის ვერ გაიმარჯვებს
45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „სისხლის აბაზანა“ ექნება, თუ ის ნოემბრის არჩევნებში დამარცხდება, იუწყება CNBC. „თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბანო იქნება. და ეს ყველაზე მცირეა რაც მოხდება. ეს იქნება სისხლის აბაზანა ქვეყნისთვის“, - თქვა მან თავის მხარდამჭერებთან საუბრისას დეიტონში, ოჰაიოს შტატი. „თქვენ თუ ისმენთ, პრეზიდენტო სი, მე და თქვენ ხომ მეგობრები ვართ. თქვენ გესმით, როგორ ვმართავ საქმეებს. თქვენ მექსიკაში ახლა მონსტრ ავტომწარმოებელ ქარხნებს აშენებთ, არ აპირებთ ამერიკელების დაქირავებას და გინდათ, მანქანები ჩვენ მოგვყიდოთ. არა, ჩვენ დავაწესებთ 100-პროცენტიან ტარიფს თითოეულ მანქანაზე და თქვენ ვერ გაყიდით ამ მანქანებს, თუ მე ამირჩევენ“, – თქვა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მილიარდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები. აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს. მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ შექმნის ავტოინდუსტრიისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მათში მონაწილეობას აპირებენ ტრამპიც და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პირველი დარჩა მისი პარტიიდან წარდგენის ერთადერთ კანდიდატად, მეორე ლიდერია დემოკრატებს შორის. მარტის დასაწყისში The New York Times-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43%-მა გამოთქვა სურვილი, ხმა მისცეს ბაიდენს, ხოლო 48%-მა ტრამპს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)