00:52 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 16:10:52, 1084 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სერვისის განვითარების ტრენინგები იწყება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას ტურიზმის დარგში დასაქმებული პირებისთვის მარტის ბოლოდან დაიწყებს.

„ტრენინგები განკუთვნილი იქნება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, მიმტანებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და  სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსს.

საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე, serviceajara.ge განთავსდება და მასზე რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას, გასულ წელს, კი პირველ გასტრო ფორუმს „გასტრო ბათუმი“. წელს, პირველად ასევე იგეგმება Coffee fusion –ის ბათუმში ჩატარება", - აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics