|
2024-03-08 11:21:05, 1127 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - აზიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში გამართულ კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობდა. „ქართული ღვინის ცნობადობა აზიის ბაზარზე, კერძოდ, იაპონიაში, ყოველწლიურად იზრდება, რაც აისახება კონკრეტულ ციფრებში. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მიმდინარე წელს, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა იგეგმება. სააგენტოს მიზანია, გააცნოს მსოფლიოს, მათ შორის იაპონიას, რომ ღვინო და ღვინის დაყენება უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ. როგორც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გამოფენაში Foodex Japan 2024 მონაწილეობა ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების და ექსპორტის გაზრდის, ასევე ქართული ღვინის იაპონელი საზოგადოებისთვის გაცნობის და ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის საშუალებას იძლევა. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იაპონურ მარკეტინგულ, სავაჭრო და საკონსულტაციო კომპანიებთან, რაც სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)