|
2024-02-18 13:56:26, 2412 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა. ტრენინგში ქართველმა და ბრიტანელმა კიბერსპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტები უკვე მეორედ მონაწილეობენ. სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)