18:53 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 15:11:27, 1060 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო გამოფენაზე Fruit logistica 2024 ქართული მოცვით დაინტერესდნენ

ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის Fruit logistica 2024 ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს.

„შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ.

სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით საქმიანი შეხვედრები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics